ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება, მე ვიტყვი ყველაფერს ისე, როგორც არის, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“.
როგორც ცნობილია, ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი პირველად წარდგება სიტყვით კონგრესში.
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოვა სიტყვით და ჩამოაყალიბებს საკანონმდებლო პრიორიტეტებს და ხაზს გაუსვამს იმ სამუშაოს, რაც მისმა ადმინისტრაციამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შეასრულა.
ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლა ვაშინგტონის დროით საღამოს, 21:00 საათზეა დაგეგმილი.