ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„ევროპელი ლიდერების გეგმები უკრაინაში სამშვიდობოების შემოყვანის შესახებ არის თავხედობა“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინაში სამშვიდობო ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, ევროპელი ლიდერების ინიციატივას გამოეხმაურა.

„ევროპელი ლიდერების გეგმები უკრაინაში სამშვიდობოების შემოყვანის შესახებ არის თავხედობა, რაც რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად კიევის რეჟიმის მიქსევაა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ყველაფერი ესმის. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როდის დარეგულირდება კონფლიქტი. შეგიძლიათ განიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ მხარეთა თანხმობა იქნება საჭირო. ის სწორად იქცევა. ახლა, ჯო ბაიდენის ვადის შემდეგ, მოვიდა ხალხი, ვისაც სურს იხელმძღვანელოს საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ უნდათ ყველა ომის დასრულება, უნდათ მშვიდობა. ვინ ითხოვს ბანკეტის გაგრძელებას ომის სახით? – ევროპა“, – თქვა ლავროვმა.

იტვირთბა....