ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა.
იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას ხელი ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანმა და ევროკავშრის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის პრემიერმინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა უნდა მოაწერონ.
უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები 2008 წლიდან დაიწყო.
საქართველოში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან შევიდა ძალაში.