ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა დროც არ უნდა გავიდეს, სამოქალაქო საზოგადოება ლევან მურუსიძის სამართალს არ შეეგუება”

საქართველოს სასამართლო სისტემა ჭაობშია და თუ ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემაში უვადოდ გამწესდება, ეს სისტემა ჭაობში დარჩება,- ეს განცხადება  “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით,  ლევან მურუსიძე ამ ხელისუფლების დასაყრდენია და ხელისუფლება მურუსიძის გამოყენებით სასამართლო სისტემის ხელში დაჭერას ცდილობს.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში,  მათი სავარაუდო გარიგება სახეზეა და მურუსიძე ნებისმიერი მთავრობის სამსახურს გააგრძელებს. ხატიაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომამდე დარჩებიან და მურუსიძემ უნდა გაიგოს, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, სამოქალაქო საზოგადოება ლევან მურუსიძის სამართალს არ შეეგუება.

„ლევან მურუსიძის ერა დასრულდება და ევროპის სასამართლოში „მიქიაშვილი საქართველოს წინააღდეგ“ მურუსიძის საბრალდებო დასკვნა იქნება. ე.წ. ტროიკა –  მურუსიძე, ჩინჩალაძე და ცერცვაძე, შეკვეთების შემსრულებლები იყვნენ და ისინი ივანიშვილის ფეოდალური ხელისულების სამსახურს აგრძელებენ. უკვე იმდენად გათავხედდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლებას შეეხნენ და საზოგდოებას დაუპირისპირდნენ”, – აღნიშნა ზატიაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან “ადვოკატთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება. სხდომა 11:30-ზე დაიწყო.

იტვირთბა....