ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ”- გახარია

სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, “პარტია გახარია-საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელიც 20 ივნისის საქმეს განიხილავს.

ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს – გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ.“ – თქვა გახარიამ.

იტვირთბა....