ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 კვირით ადრე დიდ ბრიტანეთში რეგიონული არჩევნები ჩატარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. მმართველმა გუნდმა მუნიციპალურ საბჭოებში 500 მანდატი მიიღო და 11 ქალაქში მათზე კონტროლიც მოიპოვა.

რეგიონული არჩევნების შედეგები ექსპერტებმა “ბოლო 40 წლის განმავლობაში კონსერვატიული პარტიის ყველაზე დიდ წარმატებად” შეაფასეს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში 8 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც ბრექსიტთან დაკავშირებით ლონდონსა და ევროკავშირს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყება.

იტვირთბა....