საქართველოს მსოფლიოში სახელგანთქმული ესპანელი კლასიკოსი გიტარისტი მიგელ ტრაპაგა ეწვევა, -ინფორმაციას “მეტრონომს” მსახიობი ია ფარულავა აწვდის. მის განცხადებაში ნათქვამია:
“საპატიო ჯენტლმენის სტატუსით მოწვეული მესამე მუსიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვევა უსინათლო ბავშვთა მხარდამჭერი პირველი საერთაშორისო ფესტივალის “ჯენტლმენების ფანტაზია”ფარგლებში, მსოფლიოში სახელგანთქმული ესპანელი კლასიკოსი გიტარისტი მიგელ ტრაპაგა გახლავთ, რომელიც, არა მხოლოდ, საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა ესპანეთის, ჩინეთის, იაპონიის, სინგაპურის, იტალიის, სლოვაკეთის, პორტუგალიის, მექსიკის, ქუვეითის, კამერუნის, ფილიპინების, ნიკარაგუის, სამხრეთ აფრიკის, პერუს, ახალ ზელანდიის, ინდონეზიის, კანადის, გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟულ დარბაზებში, არამედ ხშირი სტუმარია BBC-ის, Antena 2 of Portugal-ის (პორტუგალია), ABC of Australia-ისა (ავსტრალია) და სხვა მაღალრეიტინგულ გადაცემებისა.”-აღნიშნავს ფარულავა.