21 წლის მათე დევიძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის გამო დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.