საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან თავისი მოვალეობისა და საქართველო-EU-ს ამჟამინდელი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც. ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით. აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, ჰერჩინსკი დღეს ქართველ ახალგაზრდებს ხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის კომენტარი ნახეთ ბმულზე.