ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუამ “უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს

დროებით ოკუ­პი­რე­ბულ­მა ცხინ­ვალ­მა და ნი­კა­რა­გუ­ის რეს­პუბ­ლი­კამ „დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი და უცხო­უ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბელ­თათ­ვის სა­ვი­ზო ფორ­მა­ლო­ბებ­ზე ორ­მხრი­ვი უა­რის თქმის შე­სა­ხებ“ შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მეს.

ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ახ­სარ ჯი­ო­ევ­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ნი­კა­რა­გუ­ას რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს, ალბა აზუ­ჩე­ნა ტო­რეს მე­ჯი­ას შო­რის 27 თე­ბერ­ვალს, მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა.

„შეხ­ვედ­რის დროს მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბას სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­სა და ნი­კა­რა­გუ­ას რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი და უცხო­უ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბელ­თათ­ვის სა­ვი­ზო ფორ­მა­ლო­ბე­ბის­გან ორ­მხრი­ვი უა­რის თქმის შე­სა­ხებ“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იტვირთბა....