Contact ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„2024 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა“ – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ადგილობრივი ტურიზმის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, 2024 წელს ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.5 პროცენტით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

„2024 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 735.8 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.5 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.6 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.8 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2024 წელს ვიზიტების უმრავლესობა (51.4 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 373.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 340.3 ათასი ვიზიტი თვეში).

2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300.0 მილიონი ლარით, რაც 7.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.4 პროცენტით და 183.1 ლარს გაუტოლდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....