ძლიერი ხანძარი გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას, ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
შემთხვევისას არავინ არ დაშავებულა, რადგან კარპენკოვები სახლში არ იმყოფებოდნენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს, წინასწარი ინფორმაციით კი ხანძარი ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.

