ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

3 გარდაცვლილი, ერთი დაშავებული: სროლა კალიფორნიაში

სროლის შედეგად კალიფორნიაში 3 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ფრესნოში მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავდამსხმელმა ცეცხლი ქუჩაში გამვლელებს გაუხსნა. პოლიციამ ადგილზე ერთი მამაკაცი დააკავა, რომელიც თვითმხილველთა თქმით არაბულ ენაზე ყვიროდა. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. ოფიციალური ინფორმაციით თავდასხმა რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე მოხდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი შავკანიანი იყო, ხოლო მოკლულები კი თეთრკანიანები. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული სოციალურ ქსელში თეთრკანიანების მიმართ სიძულვილის შემცველ პოსტებს აქვეყნებდა.

იტვირთბა....