ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თუ ომი დაიწყო, მოგებული არავინ დარჩება”: ჩინეთი აშშ-სა და ჩრდილო კორეას აფრთხილებს

ოფიციალური ჩინეთი აშშ-სა და ჩრდილო კორეას აფრთხილებს და მოუწოდებს, დაუკვირდნენ შეტყობინებებს ერთმანეთის მიმართ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებას, დასავლური მედია ავრცელებს.

კერძოდ, washingtonpost-ისა და BBC-ის  მიხედვით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,  ორ ქვეყანას შორის “ქარიშხლის ღრუბლებია”  და “თუ ომი დაიწყო, მოგებული არავინ დარჩება”.

ოფიციალური ჩინეთი, რომელიც ჩრდილო კორეის ერთადერთი მხარდამჭერია,  აშშ-სა და ჩრდილო კორეას დიალოგისკენ მოუწოდებს.

ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილო კორეისკენ გაგზავნილმა სამხედრო ხომალდებმა ავიადარტყმისთვის ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს და იმ შემთხვევაში თუ ფხენიანის ლიდერი მორიგ ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, შესაძლოა ამერიკული ხომალდებიდან პრევენციული დარტყმა განხორციელდეს.

ჩრდილო კორეის ლიდერის განცხადებით კი, აშშ-ს საპასუხოდ, ისინი ომისთვის, მათ შორის ბირთვული ომისთვისაც მზად არიან. 

იტვირთბა....