ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილო კორეისკენ გაგზავნილმა სამხედრო ხომალდებმა ავიადარტყმისთვის ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს და იმ შემთხვევაში თუ ფხენიანის ლიდერი მორიგ ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, შესაძლოა ამერიკული ხომალდებიდან პრევენციული დარტყმა განხორციელდეს.
კერძოდ, ორი გემი ტომაჰავკის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი, ხოლო რეგიონში ბომბდამშენებიც გაგზავნილია.
ჩრდილო კორეის ლიდერის განცხადებით კი, აშშ-ს საპასუხოდ, ისინი ომისთვის, მათ შორის ბირთვული ომისთვისაც მზად არიან. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.