პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სირიაში აშშ-ს სამხედრო დარტყმას ეხმაურება:
,,პოლიტიკა ის არ არის, რაც ზედაპირზე ძევს. ვფიქრობ, რომ მთელი ეს ოპერაცია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – სამუდამოდ გაეჩუმებინა თავისი ოპონენტები, რომელთა მთავარი იარაღი მისი რუსეთის მარიონეტად გამოცხადება იყო. ახლა ყველას დაუვლის… იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ორი “მაჩოს” ერთობლივი თამაში იყოს. ეს მხოლოდ ვერსიაა და არა “წინასწარმეტყველება”, რაც ზოგიერთ დეპუტატს ექსპერტის ფუნქციად მიაჩნია.” – წერს ხუხაშვილი.
აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა.