ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა

შეერთებულმა შტატებმა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

აშშ-მ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.

ამერიკელების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – განაცხადა ჰომსის გუბერნატორმა. როგორც Al Jazeera იუწყება, სირიის ხელისუფლება შაირათის ავიაბაზიდან დაშავებულთა ევაკუაციას ახორციელებს. გამოცემა Al Arabiya-ს ინფორმაციით, ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა.

იტვირთბა....