“დადგა პუტინის აღსასრულის დღე” – ასეთი კომენტარები ხშირია სოციალურ ქსელში მოსკოვში ბოლო დროს განვითარებულ მოვლებეთან დაკავშირებით.
რუსული მედია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება მასობრივი გამოსვლები. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქში უკვე დაარბიეს მიტინგი ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით. დაკავებულია 900-მდე აქტივისტი. მათ ლიდერად კი მოიაზრება რუსული ოპოზიციის ლიდერი და აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი. სხვადასხვა ქალაქებში 150 000 – მდე მომიტინგე აპროტესტებდა პუტინის მმართველობას. საუბარია იმაზეც, რომ ერთ მომენტში რუსულმა სპეცრაზმა უარი განაცხადა ხალხის დარბევაზე. მათ ჩაფხუტები მიწაზე დააწყვეს.
მოსკოვში, პეტერბურგში, კრასნოდარში და რუსეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო – ასეთი ინფორმაციებო ვრცელდება რუსულ სოციალურ ქსელებში.