ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პუტინმაც იცის, რომ კრემლი გადატრიალებისთვის მზადაა”

რუსი პოლიტიკური მიმომხილველის და ჟურნალისტ ალექსანდრე სოტკინის განცხადებით, კრემლში გადატრიალებისთვის ყველაფერი მზადაა, ოღონდ შესაბამის დროს ელოდებიან. მისი თქმით, გადატრიალების შესახებ იცის პუტინმა და ამისთვის ემზადება. რაში სჭირდება პუტინს რუსეთის სპეცარმია, რომლეიც 450 ათასი სპეციალურად გაწვრთნილი და შეიარაღებული სპეცრაზმელისგან შედგება?

პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ პირველი პროტესტები, რომელიც ხალხს გარეთ გამოიყვანს, პირველად იქნება მცირერიცხოვანი, შემდეგ კი გაიზრდება.

„ამ დროისთვის სარეზერვო ფონდში დარჩენილია 16 მილიარდი დოლარი, რაც მხოლოდ რამდენიმე თვე ეყოფა, აი მერე რა ქნან, არავინ არ იცის. გამოსავალი ერთია – მოიპარონ ბოლო კაპიკები და გაიქცნენ, ესეც მხოლო მათ შეუძლიათ, ვინც უფრო დაბალ ფენებშია, მაგრამ ზევით რა ქნან? სად გაიქცნენ? მათ თუ ვინმე მიიღებს, მხოლოდ ჰააგა. ჩინეთში? იქ ისე გამოწურავენ, საშველი არ ექნებათ და მერე რა მოხდება? აქ დარჩნენ და ფული არ არის, ამიტომაც ჯერ დგანან და ზურგს იმაგრებენ ომონის კედლით და რუსული არმიით.

კრემლს იმისიც ეშინია, რომ ტრამპი „ჩაუშვებს“. ამერიკაში უკვე განაცხადეს, რომ დააფინანსებენ საინფორმაციო ომს, ფულს ჩადებენ რუსეთში თავისუფალ მედიაში, ვადებიც დაასახელეს – 2 წელი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმს ზუსტად ამდენი დარჩა.

ამ ყველაფრიდან დასკვნის გამოტანა არც ისე რთულია-ქვედა ფენებში ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, შიმშილი, ინფრასტრუქტურის მოშლა ზედა ფენებში შეთქმულების მომზადებას იწვევს, რაც დასრულდება კრემლში გადატრიალებით, რის მერეც მოვლენები კალეოდოსკოპური სისწრაფით განვითარდება.

ჯერ ზედა ფენები ინარჩუნებენ ერთობას, ოსტანკინოს ანძიდან პროპაგანდაც ისევ ისმის, მარტალია ისეთი შხამით აღარ, მაგრამ მაინც ჩანს. მათი მიზანია ახლა ხალხი რაც შეიძლება დიდი ხნის მერე მიხვდეს, რომ საქმე ცუდადაა და კრემლში ყველაფერი მზადაა გადატრიალებისთვის. დღეისათვის ასეთი სურათი„ – განაცხადა სოტნიკმა.

იტვირთბა....