22-24 მარტს, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა 22-24 მარტს ღამის საათებში დაფიქსირდება.
მათი განმარტებით, ტემპერატურის დაცემამ შესაძლებელია საადრეო ჯიშის ხეხილის კვირტების და ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.