ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“რა სასაცილოა, ცრუ მეზღაპრე კილაძე”: ეკა ბესელია ელისო კილაძეს პასუხობს

დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში “ქრონიკა პლუსის” რედაქტორს, ელისო კილაძეს პასუხობს:

“რა სასაცილოა და უბადრუკი ცრუ მეზღაპრე კილაძე, გუშინ რიგგარეშე სხდომაზე ქუთაისში მყოფმა წულუკიანის ოთახში ნეტა როგორ დავწერე სასამართლოს გადაწყვეტილება??? სულ რომ დაიჯეროს ვინმემ მსგავსი ბოდვა, რომ სასამართლოს წულუკიანი ან მე ვუწერთ გადაწყვეტილებას. ის ვერ მოხერხდა, რომ სასამართლო სხდომა კილაძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ვადების დაცვით დანიშნულიყო და ამდენი შეგვიძლია, რომ ჩვენ ვწერთ გადაწყვეტილებას სასამართლოსთვის? ამის სერიოზულად განსჯა ხომ წარმოუდგენელია…” – წერს ბესელია.

შეგახსენებთ, ელისო კილაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2-თან დაკავშირებით, გადაწყვეტილება დაწერილია გუშინ, დაიწერა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კაბინეტში, ეკა ბესელიას მონაწილეობით”

იტვირთბა....