ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადაწყვეტილება დაწერილია გუშინ, თეა წულუკიანის კაბინეტში, ეკა ბესელიას მონაწილეობით”

გაზეთ “ქრონიკა +”-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით  გადაწყვეტილება უკვე მიღებულია:

„გადაწყვეტილება დაწერილია გუშინ, დაიწერა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კაბინეტში, ეკა ბესელიას მონაწილეობით. არის სრულიად უსუსური არგუმენტები, იმისათვის, რომ “რუსთავი 2” დაუტოვონ ქიბარ ხალვაშს. ქიბარ ხალვაში დღეს საქართველოში ჩამოვიდა და ის ელოდება იმას, რომ ტრიუმფით შევა “რუსთავი 2”-ში,“ – განაცხადა  ელისო კილაძემ.

დღეს უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის და მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს “რუსთავი 2”-ის საქმეს და შესაძლებელია მასზე გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს.

“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია უზენაეს სასამართლოსთან დილიდან დაიწყო. მობილიზებულია პოლიციაც.

იტვირთბა....