ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდემდე შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

დღეისთვის დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, უმეტესად თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი.

თბილისში დღეს თოვლჭყაპია მოსალოდნელი, 10-12 თებერვალს კი, მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, 5 გრადუსი იქნება.

საქართველოში 10-12 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-7 გრადუსი იქნება.

ქვეყანაში ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი 13 თებერვლამდე შენარჩუნდება.

იტვირთბა....