ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა.
გამოძიების მიხედვით, საქართელოს რამდენიმე მოქალაქეს, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდა იაფფასიანი, დაბალხარისხიანი სარეცხი საშუალებები, შემდგომში კი, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ Henkel-ისა და Procter & Gamble Co.-ის ბრენდირებული პროდუქტების, PERSIL Expert Color- ის, PERSIL Vernel-ისა და ARIEL-ის, კუსტარული წესით დამზადებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები და ის ტექნიკური აღჭურვილობა, რისი საშუალებითაც ხდებოდა ბრენდირებული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იტვირთბა....