ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

ლევან ვარშალომიძის განცხადებით, მან აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა:

„ბევრი კითხვა ისმოდა, თუ როდის გავა ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოდან? მე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დოკუმენტს ხელს ოფიციალურად ვაწერ. ეს განცხადება, უმაღლეს საბჭოში შევა, მაგრამ წევრობაზე უარი ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით აჭარაში ან ბათუმში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს ხალხს ვტოვებ. ჩვენი ადგილსამყოფელი არის პარტიის ოფიში, რომელიც ყველასთვის ღიაა. ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას. გუშინ კანონმდებლობის დაცვით ავიღე დიპლომატიური პასპორტი, თუმცა დღეს ვაბარებ მას, ალბათ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კარგად შეინახავს“, – განაცხადა ვარშალომიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთბა....