ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაზით გაგუდვის მორიგი შემთხვევა: ისანში შუახნის მამაკაცი დაიღუპა

 

ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ინტოქსიკაცია მიიღეს.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....