აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი ის ორი ლიდერია, რომლებმაც ყველაზე მეტი გააკეთეს უკრაინაში ომის დასასრულებლად. ვენსმა ეს განცხადება ბუდაპეშტში, ორბანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ევროპის დედაქალაქებში იმდენი საუბარი მოვისმინეთ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების აუცილებლობაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. ომი არასდროს დაიწყებოდა, ოთხი წლის წინ პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი.
მაგრამ ახლა, როდესაც ის უკვე დაწყებულია, სავარაუდოდ, ორი ლიდერი, რომლებმაც ყველაზე მეტი გააკეთეს ამ დამანგრეველი კონფლიქტის რეალურად დასასრულებლად, არიან დონალდ ტრამპი დავიქტორ ორბანი. და მათ ეს გააკეთეს დიპლომატიის გზით, ხალხთან საუბრით, იმის გაგების მცდელობით, თუ რა სჭირდებათ უკრაინელებსა და რუსებს ომის დასასრულებლად“ – თქვა ვენსმა.
ვენსი უნგრეთში დღეს, საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე ჩავიდა და ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

