დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ცივილიზაციის შესაძლო დასასრულსა და „რეჟიმის სრულ და აბსოლუტურ ცვლილებაზე“ საუბრობს.
„ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის აღარასოდეს აღდგება. მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ასეც იქნება. თუმცა ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს რეჟიმის სრული და აბსოლუტური ცვლილება, სადაც სხვა, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება იმარჯვებს, იქნებ რაღაც რევოლუციურად საოცარი მოხდეს, ვინ იცის? ჩვენ ამას ამ ღამით გავიგებთ – მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტში. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიადი ხალხი!“ – წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო 7 აპრილის 20:00 საათამდე მისცა [თბილისის დროით 8 აპრილი – 04:00 საათი]. მოგვიანებით კი განაცხადა: “მთელი ქვეყნის აღება შესაძლებელია ერთ ღამეში და, შესაძლოა, ეს ღამე ხვალინდელი იყოს”.

