აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვაფასებ ვიქტორ ორბანის მეგობრობას, ევროპაში თქვენ ხართ მცირეთაგან ერთ-ერთი ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე, ვისაც შეუძლია მთელი მსოფლიოს ხალხთან საუბარი” – ჯეი დი ვენსი

გვიყვარს უნგრელი ხალხი და ეს საოცარი ერი და კულტურა. პრეზიდენტს თქვენ უყვარხართ და მეც ასევე, რადგან თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რამაც ევროპა ძლიერი და აყვავებული გახადა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა ვაშინგტონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნაწილობრივ იმიტომ, რომ გვიყვარს უნგრელი ხალხი და ეს საოცარი ერი და კულტურა, მაგრამ ნაწილობრივ იმიტომ, რომ პრეზიდენტს თქვენ უყვარხართ და მეც ასევე, რადგან თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რამაც ევროპა ძლიერი და აყვავებული გახადა. თქვენ ხართ ერთ-ერთი ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე, ვიტყოდი, რომ ევროპაში მცირეთაგან ერთ-ერთი ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე, ვისაც შეუძლია მთელი მსოფლიოს ხალხთან საუბარი; შეუძლია მშვიდობისმყოფელის, ეკონომიკური სახელმწიფო მოღვაწის როლის შესრულება. ჩვენ გვაქვს ბევრი შესანიშნავი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ. თუმცა ყველაზე მეტად მე უბრალოდ ვაფასებ ვიქტორის მეგობრობას, რადგან ძალიან იშვიათია, რომ გყავდეს ვინმე, ვისაც მისი დიპლომატიური უნარებისა და სიბრძნის კომბინაცია აქვს. ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა. ვიცი, რომ ხუთ ან ექვს დღეში არჩევნები გაქვთ და გვინდოდა, ჩამოვსულიყავით და წარმატებები გვესურვებინა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

თავის მხრივ, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ მსოფლიო პოლიტიკის ამ მნიშვნელოვან მომენტში ძნელია იმის გაგება, თუ რა ხდება მსოფლიოს მრავალ წერტილში.

„რა თქმა უნდა, ამერიკელებსა და უნგრელებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის გამო ახლა ჩვენ გვაქვს ამერიკა-უნგრეთის მეგობრობის დღე. დიდი მადლობა, რომ ასე კეთილი ხართ და თქვენი დასწრებით ამ დღეს განსაკუთრებულს ხდით. ასე რომ, დიდი მადლობა“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

იტვირთბა....