ირანის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მუქარისა და კუნძულ ხარგზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა, – ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.
„სქაინიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ში ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა და 116 დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ბრენტის მარკის ნავთობს, მისი ფასი 110 დოლარს აღემატება.
ცნობისთვის, ირანი ნედლი ნავთობის 90%-ს ექსპორტზე სწორედ კუნძულ ხარგიდან ახორციელებს.
როგორც „სქაინიუსი“ წერს, ნავთობის ფასი ხუთშაბათიდან მოყოლებული 100 დოლარს არ ჩამოსცილებია. გასულ წელს ბარელზე ნავთობის საშუალო ფასი 69 დოლარი იყო.

