aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

სანაგვეზე ნაპოვნი დანაწევრებული გვამი: მოხუცი ქალის მკვლელობის საქმე რამდენიმე წარმოებად დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმე რამდენიმე წარმოებად დაიყო. საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო არასრულწლოვანი ბრალდებულის ეპიზოდი და ასევე, იმ ბრალდებულების საქმეები, რომლებიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან დაკავებულები.

არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვა დახურული იქნება, ხოლო დანარჩენების კი ღია.  როგორც ადვოკატები აცხადებენ, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა.

შეგახსენებთ, თბილისში საზარელი მკვლელობა 19 ოქტომბერს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირსა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 1 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიება იმასაც ეჭვობს, რომ „ეს იყო რიტუალური მკვლელობა“.

იტვირთბა....