როგორც ცნობილი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას 10:00 საათზე, ფრაქციას თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, როგორც პარტიაში განმარტავენ, გიგი უგულავამ საკითხზე მსჯელობა რამდენიმე დღით გადადო.
“მე ვთხოვე ფრაქციის წევრებს კონსულტაციებისთვის სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება. ირაკლი აბესაძე აღნიშნული ფრაქციის წევრია, ოთარ კახიძე კი საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში არსებული მეორე ფრაქციის – „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“. იმისთვის, რომ კახიძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, ფრაქცია უნდა შეიცვალოს.