ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

რას წერს “ხელოვნური სუნთქვის” მთავარი გმირი სოციალურ ქსელში

სერიალი “ხელოვნური სუნთქვა”, რომ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს, ამის მიზეზებზე “მეტრონომმა” უკვე დაწერა. ამის შესახებ ჩვენთან პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ ისაუბრა.

სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ეკა დემეტრაძე კი “ფეისბუქზე” “ხელოვნური სუნთქვის” განცხადების ბმულს აზიარებს და წერს:

“ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსეო, ერთხელ მითხრა ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა..  არის, ნამდვილად… მადლობა ამ ყველაფერში “დამნაშავე” თითოეულ ადამიანს, ასეთი თავგადასავლებისთვის, ამხელა გამოცდილებისთვის, ამდენი ყურადრებისთვის, ყველაფრისთვის… მომავალ შეხვედრამდე. პ.ს.გილოცავთ ახალ წელს”, – წერს ეკა.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნური სუნთქვის მეორე სეზონი დასრულდა. სერიალი გაგრძელდება თუ არა ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....