გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და მისი ადგილი პორტუგალიელმა 67 წლის ანტონიო გუტერესმა დაიკავა.
გუტერესი 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი იყო. ხოლო 2005-2015 წლებში – გაეროს უმაღლესი კომისარი. გენერალური მდივნის პოზიციაზე იგი გენერალურმა ასამბლეამ 2016 წლის 13 ოქტომბერს დანიშნა, თუმცა ოფიციალურად პან გი მუნი მან დღეს ჩაანაცვლა.