აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანში აცხადებენ, რომ ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებების წარმოება დამოკიდებულია აშშ-ს მიერ ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებების შესრულებაზე

ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება დამოკიდებულია შეერთებული შტატების მიერ ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.

ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან და ლიბანთან დაკავშირებით, ბაღეიმ აღნიშნა, რომ ლიბანში ომის შეჩერება პაკისტანის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.

„როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც ცალსახად განაცხადა, შეერთებული შტატები ვალდებულია, შეწყვიტოს ომი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. ნებისმიერი ქმედება ან პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ვალდებულებას, უდრის შეერთებული შტატების მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობას“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

იტვირთბა....