აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სამთავრობო სააგენტოს გამოკითხვით პუტინის რეიტინგი 70%-ს ჩამოსცდა

სახელმწიფოს კუთვნილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსული ცენტრის (ВЦИОМ) გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგის 70%-ს ჩამოსცდა

30 მარტიდან 5 აპრილის პერიოდში, როგორც ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების რეიტინგმა 67.8% შეადგინა, რაც წინა პერიოდთან (19–22 მარტი) შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების რეიტინგი რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ასეთი დაბალი არ ყოფილა. მაგალითად, ომის დაწყებამდე ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით (2022 წლის 14–20 თებერვალი), ВЦИОМ-ის მონაცემებით, პუტინის მოწონების რეიტინგი 64.3% იყო. შემდგომ წლებში პუტინის რეიტინგი 70%-ზე ქვემოთ არ ჩამოსულა. 

სავარაუდოა, რომ რეიტინგის კლება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და მთავრობის მიერ სოციალურ ქსელებსა, როგორიცაა Telegram და მთლიანად ინტერნეტზე შეზღუდვების ამოქმედებამ გამოიწვია.

იტვირთბა....