აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვნახოთ, სად და როდის დაიწყებს სიჩუმე მოქმედებას და ჩვენ მზად ვართ, საპასუხო ნაბიჯი გადავდგათ” – ანდრეი სიბიგა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აქვს შანსი, რომ განხორციელდეს – უკრაინელები იმსახურებენ ტერორისგან თავისუფალ სადღესასწაულო დღეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად.

„ვნახოთ, სად და როდის დაიწყებს სიჩუმე მოქმედებას და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მხრიდან საპასუხო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენი პოზიციაა, რომ დარტყმების განახლება საერთოდ არ არის საჭირო. ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა გზას გაუხსნის ნამდვილ დიპლომატიას, რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც რუსეთი ვერასდროს მოიგებს და საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს.

„გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სწორი სტრატეგიაა დიპლომატიური ძალისხმევის წინსვლისთვის – იქნება ეს ახლო აღმოსავლეთზე თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია“, – აცხადებს სიბიგა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ე.წ. ენერგეტიკული ზავისთვის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11-დან 12 აპრილამდე სააღდგომო ზავი გამოაცხადა. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელუსოვს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაავალა, აღდგომის დღესასწაულზე საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.

„მოახლოებულ აღდგომის მართლმადიდებლურ დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა“, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

იტვირთბა....