ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბორის ფილატოვი სააკაშვილის ექსტრადირებასთან ერთად მის ნარკოშემოწმებას მოითხოვს

დნეპროპეტროვსკის მერი ბორის ფილატოვი უკრაინიდან ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას მოითხოვს.
როგორც ირკვევა, მერს სააკაშვილის მიერ კიევში გამართულ მიტინგზე ნათქვამი სიტყვები არ მოეწონა. კერძოდ ის, რომ ექს-გუბერნატორი ქვეყნის დეცენტრალიზაციის წინააღმდეგია. სააკაშვილი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაცია – ეს არის გზა, რომელიც უკრაინას მექრთამეობამდე მიიყვანს.
ფილატოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ თუკი სააკაშვილი მართლაც ასეთებს საუბრობს, თავადაც ჩაეწერება მათ რიცხვში, ვინც სააკაშვილის ექსტრადირების მომხრეა. პოსტის ბოლოს, მერი სააკაშვილის ნარკოტიკებზე შემოწმებას ითხოვს.

იტვირთბა....