ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ლარის კურსს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება

 

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმას მოკლე დროში ჩამოაყალიბებენ.

„პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა“. – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მშველაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....