ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის განცხადება სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით

“სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის, თუმცა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება”,- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გააკეთა.

„ისე, სჯობს დავიცადოთ, იმიტომ რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს, ალბათ. 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და გვინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარსდგეს მთავრობა. არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ. მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება”.-ამბობს კვირიკაშვილი.

იტვირთბა....