მსხვერპლით დასრულდა გუშინ გვიან ღამით, სანაპიროს ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი მცირე დაჟეჟილობებით, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ამ დროისთვის პაციენტი სახლში გაწერილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის კახა გურგენიძეს შვილია. ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: ინფო რუსთავი