ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას ამბობენ სინოპტიკოსები: როდიდან გამოიდარებს საქართველოში

თბილისში დღეს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი – ამის შესახებ სინოპტიკოსმა დავით ლოლაძემ განაცადა.

„დღეს, დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი, ტემპერატურა დაბლობში იქნება +6 +11 გრადუსის ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ნალექი. მთაში და მაღალ მთაში უკვე თოვლის სახით, ტემპერატურა+2-7 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება თბილისს, ველოდებით თოვლ-ჭყაპს და დღის მაქსიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება“- განაცხადა დავით ლოლაძემ.

სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას ხვალიდან ვარაუდობენ.

იტვირთბა....