სამშებებლო ტერიტორიაზე დღეს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან”, ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცმა სატვირთო ავტომანქანიდან მილების დაცლის პროცესში სიციოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გუშინ მშენებარე კორპუსიდან მუშა, 26 წლის თემურ გურგენაშვილი გადმოვარდა.