ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ცოლი რამდენიმე დღის წინ შეირთო“: ვინ იყო გუშინ, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი პიროვნება

გუშინ, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა 26 წლის თემურ გურგენაშვილი იყო, – ამის შესახებ ჟურნალი „ლიბერალი“ წერს.

„დაღუპულს თემური ერქვა, 26 წლის იყო, ცოლი რამდენიმე დღის წინ შეირთო. „არაჩვეულებრივი ბიჭი, პატიოსანი, არ სვამდა, არ ეწეოდა, ზრდილობიანი, მორიდებული“- წერს „ლიბერალი“ ერთ-ერთი მუშას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი,  რომელიც მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს  წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„ლიბერალის“ ინფორმაციით, სახლს პოლიტკოვსკაიას 57-ში შპს „სოლო დეველოპმენტი“ აშენებს, შპს-ს 100% წილის მფლობელია კახაბერ მანჯავიძე. კომპანია  2015 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტკოვსკაიას 57-ში აშენებს

კომპანიის დირექტორმა, გიორგი აფციაუმა „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ  კომპანია დაღუპული მუშის ოჯახის მიმართ ვალდებულებას გრძნობს, თუმცა  შეკითხვებზე – რატომ მოხდა შემთხვევა, ჩამოვარდნის მიზეზი  იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობა და ა.შ. – არ უპასუხა.

პროფესიული კავშირების მონაცემებით, 2016 წელს 9 თვის განმავლობაში 25 ადამიანი საწარმო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა.

იტვირთბა....