ახალი ამბები მთავარი სამართალი

150 შეკვრა „ბიოს“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.მ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 150 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

იტვირთბა....