ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შევხდრისას კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და რა სტრატეგია აქვს ამ ქვეყნას საერთოდ, განაცხადა:
„ყველა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს. ამ შემთხვევაში საქართველოში მთავრი არჩევნებია, ქვეყანას გააზრებული პატრონი უნდა ჰყავდეს. ის რაც რუსეთმა მოახერხა, სააკაშვილის მმართველობის შედეგია და ეს მაკკეინმაც აღიარა. რომ არა მისი გაუაზრებელი ქმედება, რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა. მეზობელი ქვეყნების სტრატეგიისა და მადის შეცვალზე ფიქრს, სწორი მთავრობის შერჩევაზე ფიქრი ჯობია.
არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების ინტერესი რუსეთს ჰქონოდა, კარგია რომ უშიშროების სამსახურმა ეს აღკვეთა , ამიტომ უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელსაც რესურსი და გამოცდილება ექნება ამგვარ სიტუაციებში მოქმედების. ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვცადოთ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აისბერგებს ავერიდოთ.
არცერთ შემთხვევაში საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს- ჩვენ ევროპელები ვართ. რუსეთის მიმართ უარყოფით კონტექსტში არ მინდა მინიშნება გავაკეთო, მაგრამ ჩვენთვის სწორი მიმართულება არის ევროპა. ჩვენ განუხრელად უნდა ვისწრაფოდვეთ აქეთ. „ -განაცხადა ივანიშვილმა.
მორიგი შეხვედრა იმერეთში გაიმართება.