საზოგადოება

გამოცდილების 20 წელი და ახალი სტანდარტი: „ქრონომეტრის’’ მშენებარე ბინები თბილისში

Dagi_Lisi_Corona

მშენებარე ბინები ქართულ სამშენებლო ბაზარზე ხშირად მოლოდინსა და რეალობას შორის არსებულ დისბალანსთან ასოცირდება. ეს მოცემულობა მყიდველთა სუბიექტურ განცდებზე მეტად, იმ სისტემურ ხარვეზზე მიუთითებს, რომელსაც დეველოპერების ნაწილი ვერ ხედავს, ნაწილი კი, რესურსების სიმცირის გამო უგულებელყოფს.

თუმცა, ბაზარზე არსებობს ისეთი პროექტებიც, რომლებსაც მშენებლობის მაღალი ხარისხი მკაცრ საინჟინრო პროტოკოლამდე აქვთ დაყვანილი. მათ შორისაა „ქრონომეტრი’’ – ბიზნესკლასის მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ გამოწვევას პრაგმატული და სისტემური მიდგომით პასუხობს: სერტიფიცირებული მასალებით, ევროპული ტექნიკური რეგულაციებითა და მშენებლობის ეტაპობრივი კონტროლის მკაცრი პროცედურებით.

20 წელი სამშენებლო სექტორში: „ქრონომეტრის’’ სტანდარტი

კომპანიის მმართველი გუნდის გამოცდილება, რომელიც სამშენებლო სექტორში „დაგის’’ ბრენდის ქვეშ 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტ განხორციელებულ ობიექტს აერთიანებს, არა მხოლოდ სტატისტიკა, არამედ ის აუცილებელი კონტექსტია, რომლითაც „ქრონომეტრი’’ ოპერირებს.  სამშენებლო სექტორში დაგროვილი ეს ორი ათწლეული იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ზუსტად იცის, სად იმალება ის დეტალები, რომლებიც ხარისხიან ობიექტს საშუალოსგან წლების შემდეგაც განასხვავებს.

სწორედ ეს ექსპერტიზაა ის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც „ქრონომეტრში’’ თითოეული საინჟინრო გადაწყვეტილება იფილტრება. ლისის ტბასთან განვითარებადი კომპლექსი ამ რესურსის პირველი სრულმასშტაბიანი გამოხატულებაა დეველოპერულ ფორმატში. მშენებარე ბინები, რომელთა პროექტიც 2027 წლის ივნისში სრულდება, შენდება გუნდის მიერ, რომლისთვისაც ხარისხის სტანდარტს 600-ზე მეტი წარმატებით დასრულებული ობიექტი განსაზღვრავს.

მშენებარე ბინები ლისზე: საინჟინრო გადაწყვეტილებები და მასალების ხარისხი

„ქრონომეტრის’’ მშენებლობის პროცესი იმ ფუნდამენტურ საინჟინრო ეტაპებს ეფუძნება, რომლებზეც დეველოპერების უმეტესობა ხშირად კომპრომისზე მიდის – ეს, პირველ რიგში, შენობის კონსტრუქციულ სიმტკიცესა და თერმოიზოლაციას ეხება. ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტების გათვალისწინება ნიშნავს, რომ ნაგებობა სხვა კლასს განეკუთვნება არა მხოლოდ ვიზუალური მაჩვენებლებით, არამედ მისი ფიზიკური მახასიათებლებით: ბგერის შთანთქმის მაღალი კოეფიციენტით, თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებლითა და მდგრადობით. შენობის პერიმეტრზე დამონტაჟებული ალუმინის კარ-ფანჯარა ამ მიდგომის პრაგმატული დასტურია – მასალა შერჩეულია არა ესთეტიკური ეფექტისთვის, არამედ ათწლეულებზე გათვლილი ექსპლუატაციისთვის.

გარდა ამისა, ბინის შიდა პერიმეტრზე ხარისხის კონტროლი ტექნიკური ელემენტების იმ თანმიმდევრულ სისტემაში ჩანს, რომელიც რემონტის პროცესს მობინადრისთვის მაქსიმალურად ამარტივებს. ოთახებს შორის კედლები ამოყვანილია ბლოკით და გალესილია გიპერით. წინასწარ განსაზღვრული სქემით არის მოწყობილი კომუნიკაციებიც: ელექტრო წერტილები, წყლისა და კანალიზაციის დგარები თუ ინტერნეტის ხაზები ზუსტად იმ წერტილებშია განთავსებული, რასაც პროექტი ითვალისწინებს. გათბობის სისტემის მილები კი მყიდველთან ინდივიდუალური კოორდინაციით მონტაჟდება.

ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები კომპლექსის საერთო სივრცეებშიც იმავე პრინციპს მიჰყვება: აქცენტი კეთდება არა გარეგნულ ეფექტზე, არამედ გამძლეობაზე. ეს მიდგომა ადასტურებს, რომ „ქრონომეტრი’’ ბიზნესკლასს ერთგვარ საინჟინრო ვალდებულებად განიხილავს. პროექტის ფუნქციურ გამართულობას მიწისქვეშა ავტოსადგომი, კეთილმოწყობილი ლობი კონსიერჟის მომსახურებითა და გამწვანებული ეზო განსაზღვრავს. ეს ელემენტები ცალ-ცალკე კომფორტის შემადგენელი ნაწილებია, ერთობლიობაში კი – იმ საცხოვრებელ გარემოს ქმნის, რომელსაც დღეს თბილისში სხვა მშენებარე ბინები იშვიათად სთავაზობს მყიდველს.

ხარისხის კონტროლი მშენებლობის პროცესში: როგორ მუშაობს სისტემა?

,,ქრონომეტრის’’ მშენებარე ბინებში ხარისხის კონტროლი მშენებლობის პარალელურად მიმდინარე უწყვეტი პროცესია. თითოეული ფაზა გადის ტექნიკურ ზედამხედველობას მანამ, სანამ მომდევნო ეტაპი დაიწყება. 

ამგვარი ზედამხედველობის ხარისხს კი საინჟინრო კვალიფიკაცია და 20-წლიანი პრაქტიკა განსაზღვრავს. გამოყენებული მასალები შერჩეულია სერტიფიცირებული მომწოდებლებისგან, ხოლო მათი შესაბამისობა პროექტის სპეციფიკასთან მუდმივი მონიტორინგის საგანია. ეს პროცესი 2024 წლის ოქტომბრიდან, მშენებლობის დაწყების პირველივე დღიდან, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ხარისხის კონტროლის საბოლოო მიზანი კი იმ შედეგში აისახება, რომელსაც მყიდველი გასაღებთან ერთად იღებს: მოჭიმული იატაკი, გიპერით გალესილი კედლები, რკინის კარი – სმარტ საკეტით, სრულად გაყვანილი კომუნიკაციები და მოპირკეთებული აივანი. ეს ყველაფერი ის აუცილებელი ბაზისია, რომლითაც „ქრონომეტრი’’ ბიზნესკლასის საცხოვრებელ გარემოს განსაზღვრავს. საბოლოო ჯამში, სწორედ ხარისხის ამგვარი აღქმაა ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ლისზე მდებარე კომპლექსს ბაზარზე არსებული სხვა შეთავაზებებისგან გამოარჩევს.

„ქრონომეტრი’’ – მშენებარე ბინები ლისზე მათთვის, ვინც გრძელვადიან შედეგს ირჩევს

მშენებლობა თბილისში დღეს მზარდი და კონკურენტული სექტორია, სადაც პროექტების სიმრავლე მყიდველისგან დეტალურ ანალიზს მოითხოვს. ამ მოცემულობაში კი „ქრონომეტრი’’ თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე სამუშაო პროცესზე აკეთებს აქცენტს.

აქ ბიზნესკლასის საცხოვრებელი გარემო, კომერციული და საოფისე სივრცეები ერთიან კონცეფციად იკვრება. აუზი, სპა, სავარჯიშო დარბაზი, პენთჰაუსი საკუთარი აუზითა და 24/7 კონსიერჟის მომსახურება – ეს ინფრასტრუქტურა მობინადრის ყოველდღიურობას ისე აორგანიზებს, რომ კომპლექსის გარეთ გასვლის საჭიროება მინიმუმამდე დადის. „ქრონომეტრის“ ხედვით, მულტიფუნქციურობა სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების ისეთი თანაარსებობაა, რომელიც საცხოვრებელ გარემოს სრულფასოვან ავტონომიურობას ანიჭებს.

ეს კომპლექსური მიდგომა განსაზღვრავს პროექტის მიმართ ასეთ მზარდ ინტერესსაც. ფაქტია, რომ დღეს მშენებარე ბინები სხვადასხვა მყიდველისთვის განსხვავებულ მიზანს ემსახურება – ზოგისთვის პირველი საცხოვრებელია, ზოგისთვის საინვესტიციო აქტივი, ზოგისთვის კი უბრალოდ ცხოვრების ახალი ეტაპი. „ქრონომეტრი’’ ამ განსხვავებულ მოტივაციებს ერთი საერთო მნიშვნელით – დროში გამოცდილი საიმედოობით აერთიანებს და სწორედ ამიტომ, 2027 წლის ივნისი პროექტის დასრულებასთან ერთად იმ პერიოდის დასაწყისიც იქნება, როდესაც პროექტის მდგრადობა და საცხოვრებელი გარემოს ხარისხი საკუთარ უპირატესობას დროსთან ერთად აჩვენებს.

იტვირთბა....