აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის გამანადგურებლების ჩუქებასა და მიყიდვას გეგმავს

შვედური ყოველდღიური გაზეთი Aftonbladet-ის ცნობით, შვედეთი უკრაინისთვის სხვადასხვა მოდიფიკაციის Jas 39 Gripen გამანადგურებლების ჩუქებასა და მიყიდვას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი 28 მაისს გააკეთებს განცხადებას Jas 39 Gripen C/D გამანადგურებლების გადაცემის შესახებ.

ამასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინისთვის უფრო თანამედროვე Jas 39 Gripen E გამანადგურებლის მიყიდვაზე, რომელიც ევროკავშირის სესხით დაფინანსდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2025 წელს განაცხადა, რომ უკრაინა 150 Gripen-ის თვითმფრინავის მიღებას ელოდა, ხოლო პირველი მიწოდება 2026 წელს იყო დაგეგმილი.

კრისტერსონმა ადრე გამოაცხადა ზელენსკისთან უკრაინისთვის 100-150 Gripen E გამანადგურებლის მიყიდვის განზრახულობის წერილის ხელმოწერის შესახებ.

აქამდე კრისტერსონს ნატქვამი აქვს, რომ უკრაინაში Gripen-ის თვითმფრინავების მიწოდების დაწყება სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი.

უკრაინის საჰაერო ძალებმა აღნიშნეს, რომ შვედური Gripen-ები შედარებით იაფია, ვიდრე სხვა მსგავსი თვითმფრინავები. ამასთან ერთად, მათი მოვლა უფრო იაფია და შეუფერხებლად ინტეგრირდება უკრაინის საავიაციო სისტემაში.

იტვირთბა....