აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთი აღარ არის ათასებისა და ათიათასების ქვეყანა, ის მილიარდებისა და ტრილიონების ქვეყანაა. ის აღარ არის ქვეყანა, რომელიც თქვენ და თქვენმა პარტნიორებმა გაძარცვეთ“ – ფაშინიანი ლუკაშენკოს

“სომხეთი აღარ არის ათასებისა და ათიათასების ქვეყანა, ის მილიარდებისა და ტრილიონების ქვეყანაა. ის აღარ არის ქვეყანა, რომელიც თქვენ და თქვენმა პარტნიორებმა გაძარცვეთ“ – ასე მიმართა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ “სომხეთი არავის სჭირდება”.

მანვე შეახსენა ლუკაშენკოს სიტყვები, როდესაც მან განაცხადა, რომ მონაწილეობდა სომხეთის წინააღმდეგ 44-დღიანი ომის მომზადებაში

“ახლა იგივე ადამიანი ამბობს, რომ სომხეთი ევროკავშირს უერთდება და აქ თავისი აგენტურა გაააქტიურა, რათა სომხეთი ისევ ბორკილებში მოაქციოს, როგორც ეს 2018 წლამდე იყო.

პირდაპირ გეტყვით: სომხეთი არა მხოლოდ არ აპირებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას, არამედ მე ვარ ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელიც ერთდროულად ზის კავშირის ორ მმართველ ორგანოში. მე ვაპირებ გამოვიყენო და გამოვიყენებ კიდეც ამ ბერკეტებს, რათა ლუკაშენკომ ვერ შეძლოს კავშირების გამოყენება სომხეთის წინააღმდეგ.

ყველა განცხადება, რომელიც კეთდება, ცარიელი სიტყვებია. ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ვერ აცნობიერებს, რომ ისინი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს სამარეს უთხრიან. […]

ომის სამთავიანი პარტია ვერ ხვდება, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს სამარეს უთხრის. ვურჩევ მათ, უარი თქვან ამ გზაზე“ – განაცხადა ფაშინიანმა.

იტვირთბა....