ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ქიბარ ხალვაში ოქრუაშვილს პასუხობს-„იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს“

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებულ იმ  დოკუმენტს ეხმაურება, სადაც საუბარია ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

ხალვაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით წერს, რომ „ყოფილი ნაცი” არ არსებობს. ის ოქრუაშვილსაც აფრთხილებს „უსახლკაროდ არ დარჩეს”.

„მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს. “მაესტროს” ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, ვფიქრობდი რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია.” – წერს ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....